შეგიძლიათ დაგვისვათ ნებისმიერი კითხვა:
მენეჯერი
000001
Lga.ge

საპალეტო სტელაჟები

2009 წლიდან კომპანიამ დაიწყო საპალეტო სტელაჟების წარმოება.

სასაწყობო მოწყობილობების ოპტიმალური რაოდენობის დასათვლელად, გამოგვიგზავნეთ ქვემოთ მოცემული სპეციალური შეკვეთის ბლანკი.

სტელაჟების დანიშნულება.

საპალეტო სტელაჟები განკუთვნილია დიდი საწყობებისთვის, ტვირთის საპალეტო დატვირთვისათვის. საპალეტო სტელაჟები არის ასაწყობ დასაშლელი კონსტრუქცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ნებისმიერი სიგრძის და თაროების რაოდენობის სტელაჟი, ასევე შესაძლებელია ღერძების სიმაღლეში რეგულირებაც.

სტელაჟი შედგება ორი ან მეტი ვერტიკალური ჩარჩოსგან, რომლებიჩ ჰორიზონტალურად ერთდება სატვირთო ღერძებით. ჩარჩოს სიმაღლე შეირჩევა საწყობის სიმაღლის და იარუსების რაოდენობის მიხედვით. ღერძის ტიპი შეირჩევა დატვირთვიდან გამომდინარე. 

 

სტელაჟების მრავალსახეობა.

განასხვავებენ ორი სახის საპალეტო სტელაჟებს.

პირველი - სტელაჟების ფრონტალური ტიპი - ესაა სტელაჟის ყველაზე მარტივი ტიპი. საპალეტო დატვირთვის სტანდარტული სისტემა წარმოადგენს მრავალდონიან სტელაჟებს, რომელიც ყენდება მწკრივებად, დასატვირთი ტექნიკის სიგანის გათვალისწინებით. სტელაჟის სიგრძის, სიგანის და სიღრმის განსაზღვრა ხდება შემკვეთის კონკრეტული მოთხოვნების შესაბამისად.

ფრონტალური სტელაჟის უპირატესობები : დაბალი ღირებულება, მონტაჟის სიმარტივე, დიდი ტევადობა და ა.შ. 

 

მეორე სახეობა ესაა ღრმა სტელაჟები. ორმაგი სიღრმის საპალეტო სტელაჟები წარმოადგენს ფრონტალური სტელაჟის ორმაგ მწკრივს. მათთან სამუშაოდ გამოიყენება შტაბელები ან სატვირთოები ტელისკოპური ანძებით.       ორმაგი სიღრმის სტელაჟების გამოყენების შემთხვევაში ფართის ეკონომია მიიღწევა სტელაჟებს შორის გასასვლელის არ არსებობის ხარჯზე.

კომბინირებული ტიპის სტელაჟები. (ნახევრად-პალეტური). ასეთი სტელაჟები ძირითადად გამოიყენება მაღაზიებში, რომლებშიც განთავსებულია პროდუქციის მარაგები. როგორც წესი ეს სტელაჟები არის 3.5-5 მ სიმაღლის და უძლებს დატვირთვას 1,5-დან 4,5 ტონამდე. 

 

 

 

     

 

    საპალეტო სტელაჟების სრული ფოტოგალერეა

 

Фотогалерея საპალეტო სტელაჟები
  
Тел/факс.: 0 (32) 2 18 18 13
lga@lga.ge
SEO & support html.com.ua