Главная страница / Продукты / სასაწყობო პროდუქცია / მაღალი დატვირთვის სტელაჟები ”SN
შეგიძლიათ დაგვისვათ ნებისმიერი კითხვა:
მენეჯერი
000001
Lga.ge

მაღალი დატვირთვის სტელაჟები ”SN

სასაწყობე სტელაჟები "SN"

 

   

  სისტემა "SN", სრული ფოტოგალერეა


 2009 წლიდან დაიწყო ახალი ტიპის სტელაჟების (სერია «SN»)სერიული წარმოება, რომელიც არის მაღალი დატვირთვისთვის განკუთვნილი. სისტემა «SN» უზრუნველყოფს როგორც აწყობის მოსახერხებლობას, ასევე დიდი დატვირთვის გამძლეობას ინტენსიური ხმარების დროს.  

სტელაჟი "SN" კომპლექტდება სტანდარტული ზომების ჩარჩოებით და იარუსებით. განასხვავებენ "SN" სერიის ორ სტელაჟს: ცალკე მდგომი და თანმიმდევრულად დამონტაჟებული. ცალკე მდგომი სტელაჟი კომპლექტდება ორი სტანდარტული ჩარჩოთი და იარუსის კომპლექტით; თანმიმდევრულად დამონტაჟების დროს, სტელაჟი ებმევა ცალკე მდგომ სტელაჟს და კომპლექტდება ერთი სტანდარტული ჩარჩოთი და იარუსის კომპლექტით.

ისევე როგორც ჩვენი ყველა სხვა ტიპის თარო, "SN"-იც არის მარტივად ასაწყობი სტელაჟი, თაროების რაოდენობა არ არის შეზღუდული, ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი სტელაჟის კონსტრუქციის დაურღვევლად ერთი ან რამოდენიმე თაროს გადაადგილება და მათ შორის დაშორების რეგულირება. ეს საწყობის თარო გამორჩეულია იმით, რომ ქვედა თაროს დამონტაჟება არ არის აუცილებელი, ძირიდან დაახლოებით 1 მეტრი შეიძლება იქნას დატოვებული და მერე დამონტაჟდეს თაროს იარუსები, რაც საშუალებას იძლევა მივიღოთ მეტი დასაწყობი ფართი ნაკლებ ფასად.

 

მაღალი დატვირთვის სტელაჟი "SN"

 კარკასი:

მოთუთიებული ან პოლიმერული საღებავით შეღებილი 1,5მმ სისქის ლითონი.


თაროები:
მოთუთიებული ან პოლიმერული საღებავით შეღებილი ლითონი, დსპ.


ზომები მილიმეტრებში:
სიმაღლე: 2000, 2500.
სიგანე: 1230, 1535, 1840, 2450.
სიღრმე: 500, 600, 700, 800, 900.

მაქსიმალური დატვირთვა ერთ თაროზე: 1000კგ. 

 

               

 

ფასები "SN" 

პასპორტი"SN"

სტელაჟი "SN" გამოყენების სფერო

ჩარჩო: 1,5მმ სისქის მოთუთიებული ან შეღებილი ლითონი.

გამოიყენება როგორც საპალეტო

სტელაჟები საწყობებში .

საწარმოო ადგილებში და შენობებში.

გამოიყენება მსუბუქი და მაღალი

დატვირთვისთვის როგორც ხელით

ასევე ტექნიკით დატვირთვისას

დატვირთვა თითო იარუსზე -- 400-დან 1000კგ-მდე
დატვირთვა ჩონჩხზე - 3000კგ-მდე
თაროების მასალა: დსპ, შეღებილი მეტალი

სტანდარტული ზომები :

 სიმაღლე (მმ) : 2000-დან 2500-მდე

 სიგანე (მმ) : 1230, 1535, 1840, 2450. 

 სიღრმე (მმ) : 500, 600, 700, 800, 900.

Фотогалерея მაღალი დატვირთვის სტელაჟები ”SN
 
Тел/факс.: 0 (32) 2 18 18 13
lga@lga.ge
SEO & support html.com.ua