სტელაჟი “SN” დამზადებულია სპეციალური ფორმის პროფილირებული ლითონისგან და განკუთვნილია მაღალი დატვირთვისთვის. სტელაჟი არის მარტივად ასაწყობ-დასაშლელი, ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი სტელაჟის კონსტრუქციის დაურღვევლად ერთი ან რამდენიმე თაროს გადაადგილება და მათ შორის დაშორების რეგულირება. სტელაჟის თაროები აღჭურვილია სპეციალური სიმყარის ღერძებით, რაც კონსტრუქციას ანიჭებს დამატებით სიმყარეს და იცავს დეფორმაციისაგან. ამ ტიპის სტელაჟზე პირველი თაროს დამონტაჟება შესაძლებელია ძირიდან ერთი მეტრის სიმაღლეზე, რაც საშუალებას იძლევა მივიღოთ მეტი დასაწყობი ფართი ნაკლებ ფასად.
სტელაჟების ჩარჩო არის ორი ტიპის – მოთუთიებული ან შეღებილი და სურვილისამებრ, კომპლექტდება როგორც ლითონის ასევე, დსპ-ს თაროებით.