სასაწყობე სტელაჟი “CHK 300” დამზადებულია სპეციალური ფორმის პროფილირებული ლითონისგან. სტელაჟები იწყობა ჭანჭიკების გარეშე, რაც საგრძნობლად ამარტივებს მის აწყობასა და ექსპლოატაციას. ჩარჩოში თაროები მაგრდება სპეციალური ფორმის სამაგრებით. ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი სტელაჟის კონსტრუქციის დაურღვევლად ერთი ან რამდენიმე თაროს გადაადგილება და მათ შორის დაშორების რეგულირება. სტელაჟის თაროები მოთავსებულია ლითონის იარუსებში და აღჭურვილია სპეციალური სიმყარის ღერძებით, რაც კონსტრუქციას ანიჭებს დამატებით სიმყარეს და იცავს დეფორმაციისაგან.
სტელაჟები შესაძლებელია დაკომპლექტდეს როგორც ლითონის, ასევე დსპ-ს თაროებით.