საპალეტო სტელაჟები განკუთვნილია დიდი საწყობებისთვის, სადაც ხდება ტვირთის პადონებით განთავსება დასატვირთი ტექნიკის მეშვეობით. თქვენი ტვირთის ზომის და წონის მიხედვით შეგირჩევთ შესაბამის საპალეტო სტელაჟს. ჩვენს სტელაჟებზე შეგიძლიათ ტვირთის როგოც ევრო ასევე ფინური პალეტებით განლაგება. სურვილის შემთხვევაში მარტივად არის შესაძლებელი თაროებს შორის მანძილის რეგულირება.
საპალეტო სტელაჟები არის ასაწყობ–დასაშლელი კონსტრუქცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ნებისმიერი სიგრძისა და თაროების რაოდენობის სტელაჟი.
საპალეტო სტელაჟის ჩარჩო შეიძლება იყოს მოთუთიებული
ან პოლიმერული საღებავით შეღებილი.
საპალეტო სტელაჟის მთავარი უპირატესობებია:
ტვირთის უსაფრთხო განთავსება;
მარტივად ასაწყობ-დასაშლელი კონსტრუქცია;
შენობის ფართის მაქსიმალური ათვისება;
ყველა პალეტზე ერთდროული წვდომა;
მაღალი ფუნქციურობა.