შპს "ლოჯისტიკ გრუპ აბრა"
(+995 032) 2 18 18 13
(+995) 599 62 66 95
(+995) 558 88 58 80
lga@lga.ge
giorgi.kebuladze@gmail.com
Lmaisurashvili@gmail.com
ქ. თბილისი იუმაშევის ქ. № 11.

გრავიტაციული სტელაჟები SG

by admin

დიდ კომპანიებში ზოგჯერ საჭიროა სტელაჟები, რომლებიც იძლევა დატვირთვა-გადმოთვირთვის ორგანიზების შესაძლებლობას. სტელაჟები, რომლებზეც შესაძლებელია ტვირთის გადაადგილება. ძირითადად ასეთი ტიპის სტელაჟების საჭიროება დგება დიდი რაოდენობით ტვირთის ბრუნვის დროს. სწორედ ასეთი ტიპის ტვირთბრუნვისთვის არის განკუთვნილი გრავიტაციული სტელაჟები, რომელიც იძლევა ტვირთის ერთი ადგილიდან მეორეზე სწრაფად გადაადგილების შესაძლებლობას.

ჩვეულებრივი თაროებით დაკომპლექტებული სტელაჟისგან განსხვავებით, გრავიტაციულ სტელაჟებს აქვს სპეციალური გორგოლაჭებიანი ღერძები, რომლებიც ყენდება იატაკიდან 3 – 5 გრადუსით დახრილობით, რაც ტვირთს საშუალებას აძლევს თავისივე წონით გადაადგილდეს დატვირთვის ზონიდან გადმოტვირთვის ზონამდე. გრავიტაციული სტელაჟები იძლევა დატვირთვა-გადმოტვირთვის პროცესის ავტომატიზების საშუალებას.

You may also like

Leave a Comment