ლითონის სტელაჟები საბურავებისთვის მზადდება მძიმე დატვირთვის სტელაჟის „SN” ბაზაზე და გამოიყენება სხვადასხვა ზომის საბურავებისა და დისკების განსათავსებლად. სხვადასხვა ზომის საბურავები კომპაქტურად და უსაფრთხოდ ფიქსირდება სტელაჟის რეგულირებად თაროებზე, რაც იძლევა ტვირთის რაციონალური დასაწყობების საშუალებას.
საბურავების სტელაჟები მზადდება მტკიცე და უჟანგავი მოთუთიებული ლითონისგან და დაფარულია გამძლე პოლიმერული საღებავით, რაც იცავს დეტალებს დაკაწვრისგან, ნესტისგან და გამოიყურება უფრო ლამაზად თქვენს ავტონაწილების მაღაზიაში.
სასაწყობე სტელაჟი წარმოადგენს ასაწყობ-დასაშლელ კონსტრუქციას, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ორიდან ექვს იარუსამდე, სადაც საბურავების განლაგება შეგიძლიათ როგორც ერთ, ასევე ორ რიგად. იარუსზე საბურავების ორ რიგად განთავსების შემთხვევაში ჩარჩოზე მაგრდება ჰორიზონალური ტრავერსი, რაზეც ეყრდნობა დისკები და საბურავები. ასევე სურვილისამებრ შესაძლებელია სტელაჟი დაკომპლექტდეს როგორც საბურავებისთვის განკუთვნილი იარუსით, ასევე შერეული საქონლის დასაწყობი თაროებით.
„ლოჯისტიკ გრუპ აბრა“ 2009 წლიდან ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე უკრაინულ კომპანია „აბრა“-ს სასაწყობე და სამაღაზიო პროდუქციას. თუ თქვენ გაქვთ სურვილი დააკომპლექტოთ თქვენი ავტონაწილების მაღაზია თანამედროვე, გამძლე და პრაქტიკული სტელაჟებით, დაგვიკავშირდით და ჩვენი კომპანია მოგიმზადებთ თქვენთვის მორგებულ პროექტს უმოკლეს დროში.